დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

ბაიას ფაფა 5 მარცვალი


წარმოადგენს ხუთი სხვადასხვა მარცვლეულის: წიწიბურის, ბრინჯის, შვრიის, სიმინდის და ქერის - ფქვილის ნაზავს, ამიტომ ძალიან ყუათიანია. მასში კომპლექსურადაა თავმოყრილი თითოეული მარცვლისთვის  დამახასიათებელი დადებითი თვისებები, რაც ესოდენ აუცილებელია ორგანიზმის ბალანსირებული კვებისთვის, რის შედეგადაც, ის ხდება განსაკუთრებით სასარგებლო და მოთხოვნადი პროდუქტი. ფაფის მონელება გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება და ამ პერიოდში, იგი წარმოადგენს ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის წყაროს. გარდა ამისა ის ამსუბუქებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ნაწლავებს „შლაკებისგან“, არის მსუბუქი ანტიოქსიდანტი, შეიცავს ბეტა-გლუკანს - ნატურალურ ხსნად ბოჭკოს (უჯრედისს), რომელიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმაში შენარჩუნებას და  ზრდის იმუნიტეტს.