დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

პროდუქტი

ბაიას მშრალი რძე 1,5% - ცხიმგაცლილი


მშრალი რძე არის წყალში ხსნადი საკვები პროდუქტი, ფხვნილის სახით, რომელიც მიიღება წინასწარ პასტერიზებული და ნორმაიზებული ძროხის რძისაგან. ის გამოიყენება კულინარიასა და კვების დარგში. ძალიან პოპულარულია ცხიმგაცლილი რძის ფხვნილი, დიეტურ და სამკურნალო - პროფილაქტიკურ რაციონში საკვებად. მშრალი ცხიმგაცლილი რძე შეიცავს, არაუმეტეს 1.5% ცხიმს. მისი კალორიულობა არ განსხვავდება ჩვევლებრივი რძისაგან, ამასთანავე ცხიმგაცლილი რძე შეიცავს მცირე რაოდენობით ცხოველურ ცხიმებს და ქოლესტერინს. მას იყენებენ დიეტური პროდუქტების, საკონდიტრო კრემების და ასევე სასმელების მოსამზადებლად. ცხიმგაცლილი რძე არის ძალიან ეკონომიური პროდუქტი, რადგან 300 გ. ფხვნილისაგან შეიძლება მოვამზადოთ სამი ლიტრი ცხიმგაცლილი დიეტური რძე. პაკეტის გახსნის შემდეგ, რძე ვარგისია სამი კვირა, თუ მას შეინახავთ ჰერმეტულ ქილაში, მშრალ და გრილ ადგილას ან მაცივარში.