დღეის მდგომარეობით სელი და ქატო საკმაოდ პოპულარული და "ტრენდულია" საქართველოში და მისი მოხმარება გაზრდილია. ჩვენ გთავაზობთ „ხორბლის ქატოს სელის თესლით“, რომელიც მდიდარია მცენარეული უჯრედებით, რაც ქატოს სასიამოვნო გემოს აძლევს. სელი კი, არის უძველესი მარცვლეულის კულტურა მისი თესლის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი თვისებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითი გავლენა. ეს განპირობებულია სელში შემავალი კომპონენტების; ომეგა-3 ის, ლიგნანების, ალფა-ლინოლენის, ერთობლივი მოქმედებით. სელი, განსაკუთრებით დაფქვილი სახით რადგან დაუმუშავებელი სელიდან მხოლოდ 40% მდეა შესაძლებელი სასარგებლო ნივთიერებების შეთვისება ადამიანისთვის, ხოლო დამუშავებული, დაცეხვილი სელიდან კი შესაძლებელია 90% ის ათვისება. ის ხელს უწყობს: ყაბზობის პრევენციას და ნაწლავის მიკროფლორის დაცვას. არტერიული წნევის შესაძლო რეგულირებას, სისხლძარღვების დაცვას,
თუ მიზანი წონის დაკლებაა, თქვენს რაციონში აუცილებლად დაგჭირდებათ მცენარეული ბოჭკო, უჯრედისი და ამისთვისაა - „ხორბლის ქატო, სელის თესლით“. ის მომზადებისას იზრდება მოცულობაში და ნაწლავებში გადაადგილების დროს ახდენს შიგნიდან მის გაწმენდას. პროდუქტის რეგულარული მიღების შემდეგ (დღეში სამჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე) ვეჩვევით ნაკლებ ჭამას, და შიმშილით გამოწვეული დისკომფორტის გარეშე ვარეგულირებთ წონას.
დღე-ღამის განმავლოაში ზრდასრულმა ადამიანმა პარალელურად უნდა მიიღოს 2 ლიტრამდე წყალი. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს და ქიმიურ დანამატებს.